საარჩევნო ანალიზი : ევროპელმა მწვანეებმა ახალგაზრდა ამომრჩევლების გული მოიგეს

“Europe Elects”-ის ანალიზი ევროპელი ახალგაზრდების საარჩევნო ქცევების შესახებ

, par Noah Wheatley, Rati Shubladze, Tobias Gerhard Schminke

Toutes les versions de cet article : [English] [français] [ქართული]

საარჩევნო ანალიზი : ევროპელმა მწვანეებმა ახალგაზრდა ამომრჩევლების გული მოიგეს

პლატფორმა Europe Elects ევროპაში ჩატარებული მასობრივი გამოკითხვის შედეგებს რეგულარულად აკვირდება. ეროვნულ დონეზე ჩატარებული წარმომადგენლობითი კვლევების მონაცემების გამოყენებით პლატფორმა ცდილობს განსაზღვროს თუ როგორ გადანაწილდება ევროპარლამენტში მანდატები მომავალ წელს გასამართი არჩევნების შედეგად. ნოა უითლი, რომელიც Europe Elects-ის დანიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულებას ხელმძღვანელობს, მოსახლეობის გამოკითხვის უახლეს შედეგებს მიმოიხილავს.

2019 წელს გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების უახლოესი პროგნოზის თანახმად ევროპის სახალხო პარტია (EPP) კვლავ უდიდესი საპარლამენტო ჯგუფი იქნება 179 მანდატით, რაც 40-ით ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით.

თუმცა, 30 წლამდე ევროპელი ამომრჩევლები არ ეთანხმებიან ამ შედეგს. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს ის, თუ რომელ პარტიებს უჭერენ ისინი მხარს თავიანთი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ესპანეთში, სადაც უახლესი გამოკითხვების მიხედვით 30 წლამდე ამომრჩეველთა მხოლოდ 5% აპირებს ხმის მიცემას ლიბერალურ-კონსერვატული EPP-ის პარტიებისთვის, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი მთლიანი მოსახლეობისთვის 22%-ია. მსგავსი სურათია მალტაშიც, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლების 28% უჭერს მხარს EPP-ში შემავალ პარტიებს. ეს 8%-ით ნაკლებია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ბოლო გამოთვლებით მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) 137 ადგილს მოიპოვებს ; 52-ით ნაკლებს 2014 წელთან შედარებით. სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი რთულ მდგომარეობაშია და ცუდ შედეგებს აჩვენებს ევროპულ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებში. ეს ახალგაზრდა ამომრჩევლების ქცევაშიც აისახება.

სლოვაკეთში, უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, S&D-ის ჯგუფში შემავალი პარტიები 18-39 წლის ამომრჩეველთა მხოლოდ 12%-ის ხმებს მიიღებენ. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საშუალო მაჩვენებელი 28%-ია - 16 ერთეულით მეტი, ვიდრე 18-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

როგორც ჩანს ლიბერალური ალიანსი ALDE 104 მანდატს მოიპოვებს.. გასულ არჩევნებთან შედარებით ეს 36 ადგილით მეტია. აღნიშნული მატება არ არის ასახული ახალგაზრდა ამომრჩევლებში გაზრდილი მხარდაჭერით და ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის მხარდაჭერა ახალგაზრდებში ევროპის მასშტაბით არაერთგვაროვანია.

YouGov -ის მონაცემებით შვედეთში ALDE-ს პარტიები ამომრჩეველთა 18-34 ასაკობრივ ჯგუფში 17%-ის მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს 6%-ით მეტია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ამომრჩეველთა შედეგებთან შედარებით. ამის საპირისპიროდ, ირლანდიაში ლიბერალ-დემოკრატიული პარტიები ახალგაზრდა ამომრჩევლების 18%-ის მხარდაჭერით სარგებლობენ, მაშინ, როდესაც ყველა ამომრჩევლისთვის ეს მაჩვენებელი 26%-ია.

ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანებას (GUE/NGL) მომავალ ევროპარლამენტში სავარაუდოდ 60 წარმომადგენელი ეყოლება, რაც 9 ადგილით მეტია, ვიდრე წინა არჩვენებზე მოპოვებული 51 სადეპუტატო მანდატი. GUE/NGL არ სარგებლოს ახალგაზრდების დიდი მხარდაჭერით სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

მაგალითად, შვედეთში არ არის განსხვავება GUE/NGL-ის მხარდაჭერაში 30 წლამდე ამომრჩევლებსა და სხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის. მსგავსი სიტუაციაა გერმანიაშიც, სადაც GUE/NGL-ში შემავალი პარტიები 30 წლამდე ელექტორატის მხოლოდ 8%-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ეს 2%-ით ნაკლებია, ვიდრე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მაჩვენებელი.

მემარჯვენე ერებისა და თავისუფლების ევროპა (ENF) 2019 წლის არჩევნებში 55 ადგილის მოპოვებას იმედოვნებს, მეტს ვიდრე 2014-ში მიღებული 35 მანდატი. ახალგაზრდა ევროპელი ამომრჩევლები მეტწილად ნეიტრალურად არიან განწყობილნი ENF-ში შემავალი პარტიების მიმართ : არც ერთ ქვეყანაში ისინი არ სარგებლობენ გამორჩეული პოპულარობით. მაგალითად ავსტრიაში ENF-ში შემავალი პარტიები 16-29 წლის მოქალაქეების 30%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მხოლოდ 3.2%-ით მეტია, ვიდრე მთლიანი პოპულაციის შედეგები. მსგავსი ვითრებაა სლოვაკეთში. ENF-ის პარტიები ახალგაზრდების 11%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მხოლოდ 1%-ით მეტია, ვიდრე ყველა ასაკის ამომრჩევლის შედეგები.

კვლავინდებურად სავარაუდოა, რომ კონსერვატული ECR მომავალ არჩევნებში ადგილებს დაკარგავს. სავარაუდოდ ისინი 50 მანდატს მოიპოვებენ, რაც 23 სადეპუტატო ადგილის დაკარგვას ნიშნავს. ევროპელ კონსერვატორებს და რეფორმისტებს არაერთგვაროვანი შედეგები აქვთ ახალგაზრდა ამომრჩევლების მოზიდვაში. ეს ნიდერლანდებისა და პოლონეთის მაგალითებზე ჩანს. ნიდერლანდებში ECR-ში გაწევრიანებული პარტიები 30 წლამდე ამომრჩეველთა 12%-ის მხარდაჭერით სარგებლობენ, რაც 9%-ით მეტია ვიდრე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მაჩვენებელი. რაც შეეხება პოლონეთს, 30 წლამდელთა 29% უჭერს მხარს კონსერვატორებსა და რეფორმისტებს. ეს კი 12%-ით ნაკლებია, ვიდრე მაჩვენებელი ყველა ასაკის ამომრჩევლებისთვის.

პოპულისტური პარტიები თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპის (EFDD) გაერთიანებიდან 49 ადგილის მოპოვებას შეძლებენ, რაც 3-ით მეტია, ვიდრე წინა არჩევნების შედეგი. როგორც ჩანს, EFDD ნაკლებად პოპულარულია ევროპელ ახალგაზრდებში, ისევე, როგორც ზოგადად ევროპაში. მაგალითად, გერმანიაში 30 წლამდე ამომრჩეველთა მხოლოდ 5% მისცემდა ხმას EFDD-ში შემავალ პარტიებს. შედარებისთვის, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 15%-ია. იგივეა გაერთიანებულ სამეფოშიც. პოპულისტური პარტიები EFDD-დან მთლიანობაში ამომრჩეველთა 6%-ის მხარდაჭერით სარგებლობენ, ხოლო 30 წლამდელებში ეს მაჩვენებელი განახევრებულია - 3%.

უკანასკნელი პროგნოზი მწვანე გაერთიანება G/EFA ეხება, რომლებიც 2014 წელთან შედარებით 16 ადგილით ნაკლებს მოიპოვებენ და სავარაუდოდ 36 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილნი. მიუხედავად ამისა, მწვანეები კვლავ პოპულარულები არიან ახალგაზრდა ამომრჩევლებში. მაგალითად, ჩეხეთში ბოლო კვლევის თანახმად 18-დან 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდების 40% G/EFA-ის გაერთიანებაში შემავალ პარტიებს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი მხოლოდ 12%-ია ყველა ასაკის ამომრჩევლისთვის. ანალოგიური ვითარებაა ფინეთშიც, სადაც G/EFA-ის პარტიები ახალგაზრდა ამომრჩევლებში 32%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ, რაც 17%-ით მეტია ყველა ამომრჩევლის შემთხვევაში.

Vos commentaires

modération a priori

Attention, votre message n’apparaîtra qu’après avoir été relu et approuvé.

Qui êtes-vous ?

Pour afficher votre trombine avec votre message, enregistrez-la d’abord sur gravatar.com (gratuit et indolore) et n’oubliez pas d’indiquer votre adresse e-mail ici.

Ajoutez votre commentaire ici

Ce champ accepte les raccourcis SPIP {{gras}} {italique} -*liste [texte->url] <quote> <code> et le code HTML <q> <del> <ins>. Pour créer des paragraphes, laissez simplement des lignes vides.

Suivre les commentaires : RSS 2.0 | Atom